top of page
Large Plasma
PCP
პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა
PROFESSIONAL CERTIFICATION PROGRAM

პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა (PCP) შეიქმნა საქართველოს ბუღალტერთა, აუდიტორთა და კონსულტანტთა საზოგადოების მიერ (GSAAC) 2023 წლის მარტში. PCP ეფუძნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) განათლების მოთხოვნებს. ამასთანავე, ხარისხით და შინაარსით თავსებადია IFA-ს სტანდარტებთან.

პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა აკრედიტებულია IFA-ს (IFA-ფინანსურ ბუღალტერთა ინსტიტუტი) მიერ.

პროგრამის მიზანი:

  • პროგრამის მიზანია მოამზადოს საერთაშორისო დონის მაღალკონკურენტული პროფესიული ბუღალტრები და ფინანსური მენეჯერები GSAAC-ისა, IFA-ს და IFACის მოთხოვნებთან თავსებადი ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით;

  • ხელი შეუწყოს ბუღალტერიისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამების განხორციელებას საქართველოში და მიაწოდოს პროფესიონალი ბუღალტრები საქართველოს ბაზარს.

პროფესიონალი ბუღალტერები შეიძენენ ქართულ სინამდვილესთან ადაპტირებულ საერთაშორისო ცოდნას და უნარებს პროფესიული კარიერის ეფექტურად მართვისთვის.

PCP - პროგრამა 3 დონიანია და ლოგიკურად ვითარდება

I დონე

სერტიფიკატი ფინანსურ აღრიცხვაში

II დონე

მთავარი ბუღალტრის დიპლომი

III დონე

პროფესიონალი ფინანსური დირექტორის დიპლომი

პროგრამის შედეგები:

  • პროგრამის კურსდამთავრებულებ აქვთ საერთაშორისო დონის ფინანსური მენეჯერისა და პროფესიული ბუღალტრის ცოდნა და უნარები, რომელიც მოიცავს:

  • მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების აღრიცხვის პროცესების, პოლტიკების და  კონტროლების, დაგეგმვას და მართვას;

  • საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ფინანსური ინფორმაციის მომზადების და ინტერპრეტაციის უნარს;

  • ბუღალტრული და მენეჯერული აღრიცხვის საინფორმაციო ტექნოლოგიების და სისტემების გამოყენების უნარს;

  • კომპანიების მენეჯმენტისათვის გადაწყვეტილების ეფექტიანად მისაღებად, მენეჯერული ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენის უნარს;

  • ქარულ სამართლებრივ სისტემაში კომპანიის საგადასახადო საქმიანობის ორგანიზებას;

  • ორგანიზაცაში ფინანასური მენეჯმენტის ეფექტიანად და ეფექტურად განხორცილებას;

  • საინვესტიციო შესაძლებლობების  მართვას დივერსიფიცირებული პორტფელების და  ფასს-ის მიხედვით ეფექტიანი საგადასახადო რჩევების და სტრატეგიების  ფასს-ის კონტექსტში შექმნას;

  • შესაბამის რეგულაციებთან და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის ფასს-ს პროფესიაში უზრუნველყოფას;

  • კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციას და მდგრადი ურთიერთობების დამყარებას.

თითოეულ დონის პროგრამაში ინტეგრირებულია მინიმუმ 3 კურსი, რომელსაც სინქრონულად გადის კურსში ჩართული პირი. ყოველი დონის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული აბარებს გამოცდას. გამოცდაზე საკითხები არის, როგორც კურსზე მიბმული ასევე ინტეგრირებული, რაც ცოდნისა და უნარების სინქრონიზაციას უწყობს ხელს  და კანდიდატები უფრო ადვილად შედიან პროფესიაში.

PCP გამოცდებზე დასაშვებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს გავლილი თითოეულ დონზე არსებული ყველა კურსი, როგორც ეს განსაზღვრულია პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტებით, მინიმუმ საშუალო დონის შეფასებებით. პროგრამის კანდიდატები მიმართავენ და დარეგისტრირდებიან GSAAC-ში. რეგისტრირებული პირი განიხილება, როგორც კანდიდატი, სანამ არ მიიღწევა სერტიფიცირებული ბუღალტერი.

შეფასების კრიტერიუმები: კანდიდატები ფასდებიან საგამოცდო ნიშნების მიხედვით. მაქსიმალური საგამოცდო ნიშანია 100.  გამოცდის ჩაბარების მაჩვენებელი 50 ქულაა. ამასთან, მე-2 დონის - მთავარი ბუღალტრის დიპლომის მისაღებად კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო მე-3 დონის პროფესიონალი ფინანსური დირექტორის დიპლომის მისაღებად მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

წავლის მეთოდოლოგია: სწავლა ტარდება ლექციების, სემინარების, პრაქტიკული სწავლების, ინდივიდუალური/გუნდური მუშაობისა და კონსულტაციის გზით. გამოიყენება როგორც პირისპირ, ასევე ელექტრონული სწავლების მეთოდები. კანდიდატების ჩართულობა წახალისებულია.

სწავლების ენა: ქართული ან ინგლისური

ვინ აღიარებს IFA-ს

fca-logo-social-media.jpg
IFA_Logo_Master_HR.jpg
charity-commission-logo-again.jpg
gcs.png
Combined-CAA-DfT-logo-1.png
HMRC.jpg
financial_reporting_council_logo.jpg
ვინ აღიარებს
დამატებითი საკითხები
Office
დამატებითი საკითხები

სწავლება, ისევე როგორც გამოცდის ჩაბარება მოხდება ქართულად ფედერაციის ბაზაზე, ინტეგრირებულად ყოველი დონის დასრულების შემდეგ.

გაიცემა ორი სერტიფიკატი თითოეული დონის წარმატებით დასრულების შემდეგ და გამოცდის წარმატებით (50%- და მეტი) ჩაბარების შემდეგ ფედერაციის ადა IFA-ს  მიერ, ხოლო სამ ეტაპიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს დიპლომს და AFA/MIPA წევრობას.

AFA/MIPA წევრებს მოეთხოვებათ განგრძობითი სწავლება, რომლის ჩათვლაც მოხდება ფედერაციის ბაზაზე, ის მოიცავს 40 საათის განგრძობით სწავლებას სრული 3 დონიანი კურსის გავლის შემდეგ, ყოველწლიურად 20 საათი საკონტაქტო + 20 საათი დამოუკიდებელ სწავლებას.

crop-people-process-creation.jpg
საპროგრამო გამოცდები და სასწავლო კურსები

კანდიდატებმა უნდა გაიარონ შემდეგი დონეები და კურსები,

რათა მიიღონ სერტიფიკატი/დიპლომი:

დონე 1: ხარისხი – სერტიკატი ფინანსურ აღრიცხვაშიკურსები:

ა) ფინანსური აღრიცხვის საფუძვლები (IT პროგრამის პრაქტიკით)

ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლებს

გ) საქართველოს ბიზნეს-სამართლის საფუძვლები

დ) პროფესიული ეთიკა

პირველი დონის ძირითადი მიზნები: სერტიკატი ფინანსურ აღრიცხვაში, მიმართულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს), იმისთვის, რომ მსმენელს შეეძლოს შეასრულოს ბუღალტერის მოვალეობები, როგორც ეს საჭიროა საქართველოში.

სერტიკატი შესაბამისი იქნება ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. გარდა თეორიული ცოდნის მიღებისა, მნიშვნელოვანია ცოდნის გამოსაყენებლად საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

წინა-პირობები:

განათლება – საშუალო ან არასრული საშუალო განათლება

გამოცდილება – სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო.

პროგრამის შედეგები: ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შეძლებენ:

  • საქართველოს საგადასახადო და სამართლებრივი გარემოს ზოგადი გაგების დემონსტრირებას.

  • ფინანსური ანგარიშგების მოამზადებას.

  • მარტივი ბიზნესის აღრიცხვის ციკლის ფუნქციების შესრულებას.

  • სუბიექტის საგადასახადო აღრიცხვის შეფასებას.

  • გამოიყენონ ეთიკის პრინციპები თავიანთ პროფესიაში.

  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციას და საქამიანი ურთიერთობების დამყარებას.

დონე 2: ხარისხი – მთავარი ბუღალტრის დიპლომი

კურსები: 

ა) ფინანსური ანგარიშგება და ფასს

ბ) უმაღლესი ბიზნეს-კანონმდებლობა

გ) უმაღლესი საგადასახადო საქმე და დაგეგმვა

დ) მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები

მე-2 დონის პირველადი მიზნები: ადასტურებს პროფესიული კომპეტენციის დონეს, რომელიც აუცილებელია საქართველოში მთავარი ფინანსური ბუღალტერის მოვალეობების შესასრულებლად.

თუ თქვენ უკვე ხართ პროფესიით და გაინტერესებთ პროფესიული განვითარება, მაშინ მთავარი ფინანსური ბუღალტერის დიპლომი შესანიშნავი მიზეზია თქვენი უნარებისა და მაღალი კვალიფიკაციის საჩვენებლად თქვენი დამსაქმებლის წინაშე.

იგი სპეციალურად გამიზნულია მთავარ ბუღალტრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბუღალტრული აღრიცხვის ერთეულზე, პასუხისმგებელნი არიან შიდა კონტროლზე, გადასახადების გამოანგარიშებაზე, დაგეგმვაზე და წარდგენაზე, ფინანსურ ანალიზსა და ხარჯთაღრიცხვაზე/ბიუჯეტზე.

წინაპირობები:

სრული ან არასრული უმაღლესი განათლება–ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ფინანსებში/ბიზნესში ან მენეჯმენტში.

დონე 1: ხარისხი – სერტიფიკატი ფინანსურ აღრიცხვაში

გამოცდილება – 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პროგრამის შედეგები: ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შეძლებენ:

  • ფასს-ის მიხედვით ფინანსური დაგეგმვისა და ინვესტიციების მართვის კონცეფციების გაგების დემონსტრირებას.

  • ფინანსური ანგარიშგების მომზადებას ფასს-ის შესაბამისად.

  • შეიმუშავებენ და განახორციელებენ კლიენტზე მორგებული ფინანსური გეგმებს, მათი უნიკალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ფასს-ის შედეგების გათვალისწინებით.

  • ერთეულის ხარჯების აღრიცხვისა და ბიუჯეტირების სტრატეგიების შეფასებას და შემუშავებას.

  • უზრუნველყოფს საგადასახადო ეფექტიანი რჩევებს და სტრატეგიებს ფასს-ის კონტექსტში.

  • უზრუნველყოფს შესაბამის რეგულაციებთან და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას პროფესიაში, ფასს-ზე ფოკუსირებით.

  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციას და მდგრად საქმიანი ურთიერთობების დამყარებას.

დონე 3: ხარისხი – პროფესიონალი ფინანსური დირექტორის დიპლომი

კურსები: 

ა) უმაღლესი დონის ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი

ბ) კორპორატიული ფინანსები

გ) საქმიანობის მენეჯმენტი

დ) AI და ინფორმაციული სისტემები ბუღალტერიასა და ფინანსებში

 

მე-3 დონის ძირითადი მიზნები: დიპლომი პროფესიონალ ფინანსურ დირექტორისთვის ფინანსური მრჩეველებისთვის აქცენტირებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს), რათა სტუდენტებს შესთავაზოს ფინანსური დირექტორის წარმატებული კარიერისათვის საჭირო ცოდნა და შესაძლებლობები.

 

წინაპირობები:

განათლება – საშუალო დონის პროფესიული განათლება ეკონომიკაში/ბიზნესში ან მენეჯმენტში ან ბაკალავრის დიპლომი

გამოცდილება –  3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსებში ან ბუღალტერიაში.

დონე 2: ხარისხის – მთავარი ბუღალტრის დიპლომი

 

პროგრამის შედეგები: ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შეძლებენ:

  • ფასს-ის მიხედვით ფინანსური დაგეგმვისა და ინვესტიციების მართვის კონცეფციების ყოვლისმომცველ გაგებას დემონსტრირებას.

  • ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და ანალიზს ფასს-ის შესაბამისად, კლიენტების უნიკალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, კონკრეტული ფინანსური გეგმები  შეიმუშავებას და განახორციელებას, ფასს-ის შედეგების გათვალისწინებით.

  • საინვესტიციო შესაძლებლობების  მართვას დივერსიფიცირებული პორტფელების და  ფასს-ის მიხედვით.

  • ეფექტიანი და ეფექტური საგადასახადო რჩევების და სტრატეგიების  ფასს-ის კონტექსტში შემუშავებას;

  • შესაბამის რეგულაციებთან და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვას და ფასს-ს პროფესიაში უზრუნველყოფას;

  • კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციას და მდგრადი ურთიერთობების დამყარებას.

გამოცდები
bottom of page