top of page
Search

SARAS-მა GSAAC-ის განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარებისა და განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის პროგრამის შეთანხმების თაობაზე ბრძანება გამოსცა

Updated: Jul 8, 2024



2024 წლის 24 აპრილს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ამსახურის მიერ გამოიცა ბრძანება ა(ა)იპ „საქართველოს ბუღალტერთა, აუდიტორთა და კონსულტანტთა საზოგადოების“(ს/კ: 426112681) 2024 ალენდარული წლის პერიოდისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარებისა და განგრძობითი

განათლების სასწავლო კურსის პროგრამის შეთანხმების თაობაზე.

 

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ სამსახურის უფროსის 2023 წლის 23 აგვისტოს №ნ-8 ბრძანებით დამტკიცებული წესი განსაზღვრავს პროფესიული მომსახურების

გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების მოთხოვნებს. წესის შესაბამისად, განგრძობით განათლების მომსახურების მიღების მიზნით ანგარიშვალდებულმა

პირებმა (ბუღალტრებმა) განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის კურსში მოსახვედრად უნდა მიმართოს GSAAC-ის, როგორც განგრძობით განათლების მომსახურების

აღიარებულ მიმწოდებელს საქართველოში ყოველწლიურად, განცხადებით, წერილობით

 ელექტრონულ ფოსტაზე 01 მაისიდან – 01 დეკემბრამდე, რათა მიიღოს შესაბამისი მომსახურება.

 

ტრენინგზე ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო სასურველია განცხადებით მიმართვა განხორციელდეს დროულად.

 

წესის თანახმად, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, განგრძობითი  განათლების მოთხოვნის შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს

 მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა შესაბამისი რეესტრის საკუთარ გვერდზე, განგრძობითი 

განათლების ჩანართში, შეავსოს მონაცემები განგრძობითი განათლების მიღების შესახებ. 

 

განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სამსახურის ვებგვერდზე.

 







Comments


bottom of page