მოგესალმებით, მე გახლავართ ACCA -ს წევრი ჰეზერ სმითი. თითქმის ათ წელზე მეტია ციფრული პრაქტიკის მართვის საკითხებზე ვმუშაობ. ამ ჩანაწერში მე ვისაუბრებ COVID-19 პანდემიის განმავლობაში კლიენტებთან შეხვედრის და მხარდაჭერის შესახებ. ამ პერიოდში ბევრი კლიენტი აღმოჩნდება განსაკუთრებული ემოციური და ფინანსური სტრესის წინაშე. ბუღალტრები მეუბნებიან, რომ ისინი თავიანთი დროის დიდ ნაწილს კლიენტებთან ინდივიდუალურ საუბარზე ხარჯავენ, რაც ძალიან კარგია მათთან ურთიერთობის დასამყარებლად. მაგრამ ეს ემოციურად დამღლელია და განმეორებით ერთსა და იმავე კითხვაზე პასუხის გაცემა შეიძლება არ იყოს მათი დროის ყველაზე ეფექტური გამოყენება. მე ვაპირებ გაგიზიაროთ რამდენიმე დაბალხარჯიანი, მარტივი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენი კლიენტების ეფექტური მხარდაჭერისთვის, მათთვის კვლავაც პერსონალიზებული კავშირის შეთავაზების პარალელურად. Loom არის ონლაინ ვიდეო ჩაწერის აპლიკაცია. გამოიყენეთ ის კლიენტებისთვის სიახლეების მისაწოდებლად. გირჩევთ მისცეთ მათ შესაძლებლობა იცოდნენ, რომ თქვენ მათ ინფორმაციას და რესურსებს და ასევე სიტუაციის თქვენეულ ანალიზს აწვდით, რომლებიც მათთვის რელევანტურია. უთხარით მათ, რომ თქვენ ყველაფერი წესრიგში გაქვთ და გსურთ მათ მოკლედ გაუზიაროთ თუ როგორ აგრძელებთ საქმიანობას ახალ რეალობაში. თუ მათ სურთ თქვენთან შეხვედრის ჩანიშვნა, უთხარით მათ ის რაც საჭიროა რომ მათ იცოდნენ და შეახსენეთ, რომ თქვენ აქ მათთვის ხართ. თუ გასაზიარებლად ხელმისაწვდომია რელევანტური ინფორმაცია სხვადასხვა ბიზნესსტრუქტურებისთვის ან დარგობრივი კატეგორიებისთვის, განიხილეთ ასეთი კლიენტებისთვის მეორე სპეციფიკური ვიდეოს მომზადება. როგორც კი ჩაწერთ ვიდეოს, ჩართეთ და ნახეთ მოგწონთ თუ არა. ნუ შეეცდებით სრულყოფილების მიღწევას. არავინ მოელის თქვენგან სპილბერგის დონის ფილმის გადაღებას. თუ კმაყოფილი ხართ ნამუშევრით, დააკოპირეთ ვებგვერდის ბმული და იმეილით გაუგზავნეთ ის თქვენს კლიენტებს. მათ შეეძლებათ ვიდეოს ნახვა და რეაქციის გამოხატვა მათთვის მოსახერხებელ დროს როცა ამის შესაძლებლობა ექნებათ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ვიდეოს ჩამოტვირთვა და გამოქვეყნება თქვენი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, როგორებიცაა ვებგვერდი, Facebook, LinkedIn, და ა.შ. Calendly არის შეხვედრების დაგეგმვის ონლაინ გადაწყვეტა, რომელიც დაკავშირებულია თქვენს კალენდართან. მიეცით კლიენტებს თქვენთან შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობა მათთვის ონლაინ ბმულის გაზიარებით.
Zoom არის შეხვედრების და ვებინარის ონლაინ ინსტრუმენტი. თქვენ შეგიძლიათ ვებინარების რეგულარული ჩატარება თქვენი კლიენტებისთვის და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც შეიძლება მათ დასვან. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული ვებინარების ჩატარება, რომლებიც პასუხს გასცემს ხშირად დასმულ კითხვებს თემებზე, როგორებიცაა მაგალითად როგორ მომზადდეს ფულადი ნაკადების პროგნოზი, ან როგორ დაიგეგმოს ბიზნესის უწყვეტობა. მე ასევე გთავაზობთ რომ თუ გჭირდებათ ინფორმაცია და დოკუმენტები კლიენტებისგან მათთვის ანგარიშების მოსამზადებლად მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივებისთვის, თქვენ შეგიძლიათ ონლაინ კითხვარის შექმნა მაგალითად Google -ს ფორმების მსგავსი ინსტრუმენტით და გაზიარებული Dropbox -ის საქაღალდის გამოყენებით ყველაფრის შესაგროვებლად.
თქვენი კლიენტებისთვის გაგზავნილ იმეილში შეიძლება იყოს ორი ვიდეობმული რელევანტურ რესურსებთან (რომლებსაც ვიდეოში ახსენებთ) და საინფორმაციო ვებინარზე რეგისტრაციის ვარიანტი, ბმული ონლაინ კითხვარზე ინფორმაციის შესაგროვებლად და დაგეგმვის კალენდარი. ნუ გააგზავნით კანონმდებლობას ნუ გადატვირთავთ შეტყობინებას. ნუ ისაუბრებთ ყველა შესაძლო სცენარზე. იმოქმედეთ კანონის მიხედვით და არა მედიის ყურადღების მისაქცევად. საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფით თქვენ შეანელებთ განმეორებადი კითხვების ნაკადს და გარკვეულად მოახდენთ საზღვრების დადგენას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნება პირისპირ შეხვედრა ის შეიძლება კვლავ პერსონალური იყოს. კლიენტებთან შეხვედრისას გამოხატეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, აგრძნობინეთ რომ გესმით მათი, დაანახეთ სენსიტიურობა, სითბო და ლიდერობის უნარი. ACCA -ს აქვს ძალიან კარგი ონლაინ რესურსები ემოციური ინტელექტის შესახებ, რომელთა გამოყენებაც შეიძლება გამოგადგეთ. ჰკითხეთ მათ როგორ მიდის მათი საქმეები. აქტიურად მოუსმინეთ კლიენტებს. აუხსენით მათ თქვენი, როგორც პრაქტიკოსის მტკიცე გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა რომ დახმარება აღმოუჩინოთ.
ჰკითხეთ თუ რითი შეგიძლიათ მათი დახმარება, თუ რა აწუხებთ მათ ამჟამად. შემდეგ ყველაფერი ლოგიკური მიმდევრობით ჩამოაყალიბეთ ისე, რომ ეს ზედმეტი ტვირთი არ აღმოჩნდეს. ინდივიდუალურ კლიენტებს მიაწოდეთ მათ საჭიროებებზე მორგებული ინფორმაცია თუ რა არის რელევანტური მათ ბიზნესში. ნუ ისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, რომლის ცოდნაც მათ არ სჭირდებათ. გამოიკვლიეთ ნაბიჯები, რომლებსაც ისინი დგამენ პერიოდის გასახანგრძლივებლად იმისათვის, რომ ფულადი ნაკადები იმყოფინონ. თქვენ შეგიძლიათ ედუარდ დე ბონოს „ქუდის თეორიის“ და Google jam -ის მსგავსი ონლაინ დაფის გამოყენება „ბრეინსტორმინგისთვის“ შემოსავლების სხვადასხვა შესაძლებლობების და ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანის ან შეწყვეტის შესაძლებლობების შესახებ. თანაგრძნობის გამოხატვასთან ერთად დაგჭირდებათ ამ შეხვედრების ჩატარებისას გარკვეული დისტანციის დაცვა ისე, რომ არსებულ ეკონომიკურ გარემოში რეალისტურად გაარკვიოთ რა ვარიანტები არსებობს მათთვის. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება მოგიწიოთ მათთან მკაცრი საუბრის წარმართვა და ხისტი გადაწყვეტილებების მიღება. შეიძლება აუცილებელი იყოს მათთვის კითხვის დასმა ხომ არ არის ბიზნესის დახურვის დრო და მათი დაკავშირება გადახდისუუნარობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთან. შეხვედრის დასასრულს დაუბრუნდით კითხვას რითიც დაიწყეთ შეხვედრა, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ მათთვის და შეაჯამეთ მომდევნო ნაბიჯები.
დარგის ბევრი წარმომადგენელი რთული კითხვის წინაშე დგას, მოსთხოვოს თუ არა თავისი მომსახურების საფასურის გადახდა მაშინ, როცა კლიენტებს რეალურად არ აქვთ ამის შესაძლებლობა. თუ ბუღალტრული ფირმები არ მოითხოვენ თავიანთი მომსახურების ანაზღაურებას, მათ პრობლემები შეექმნებათ. თქვენ უპირველესად უნდა გაიკეთოთ ჟანგბადის ნიღაბი რომ შეძლოთ კლიენტების, პერსონალის მხარდაჭერა და იჯარის გადახდა. შეიძლება მიზანშეწონილი იყოს პრიორიტეტების განხილვა და კლიენტების შემდეგი კატეგორიზაცია: ისინი ვისაც შეუძლია გადახდა, ვინც ცდილობს კრიზისიდან გამოსვლას და ისინი ვინც გადახდის უუნაროა და ვისი დახურვაც გარდაუვალია. შეიძლება გადახედოთ ანაზღაურების პირობებს და გადახდა მოითხოვოთ თავიდანვე, ან დანერგოთ გადახდის ამოღების პროგრამული გადაწყვეტა. თქვენი ძალისხმევა, რომ კლიენტებმა გააგრძელონ სამეწარმეო საქმიანობა, უზრუნველყოფს თქვენს დარჩენას ბიზნესში. ამას წინათ ერთ-ერთმა ბუღალტერმა მითხრა, რომ ვიცი არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მოვამზადე დახმარების პაკეტი ყველა ჩემი კლიენტისთვის ვინც დარწმუნებული ვარ რომ ვერ შეძლებენ ჩემთვის მომსახურების საფასურის გადახდასო. ამ პაკეტში შედიოდა ხელის სადეზინფექციო ხსნარი („სანიტაიზერი“), შოკოლადი და ამ ბუღალტრის მომსახურების სასაჩუქრე ბარათი. მან მითხრა, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ მას ბედნიერება მიანიჭა. ჩვენ გვსურს რომ თქვენ როგორც ბუღალტრები მეორე მხარეს გადმოხვიდეთ. მაგრამ თუ ასეთი დახმარების პაკეტის შექმნა თქვენ ბედნიერებას განიჭებთ და არსებულ კრიზისს უფრო ასატანს ხდის, ნამდვილად იმსახურებთ ჩემს აპლოდისმენტებს.
ამ ჩანაწერის დასაწყისში აღვნიშნე რამდენიმე ღონისძიება კლიენტებისთვის უფასო თვითდახმარების შეთავაზების თვალსაზრისით. თუ თქვენ კითხვის წინაშე დგახართ მოსთხოვოთ თუ არა კლიენტებს რეგულარული ტარიფების გადახდა, საინფორმაციო ვებინარების შეთავაზება და კომუნიკაცია წარმოადგენს იმ კლიენტთა დახმარების გზას, რომელთაც არ შეუძლიათ თქვენი მომსახურების ანაზღაურება. ჩვენთვის, როგორც ბუღალტრებისთვის, მნიშნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გვქონდეს მკაფიო მიმართულება და უწყვეტად ვაწარმოებდეთ კომუნიკაციას კლიენტებთან, უნდა გვესმოდეს, რომ ისინი მღელვარების და სტრესის ქვეშ იმყოფებიან და მათთან უნდა ვიმუშაოთ აღნიშნული სიტუაციის შესარბილებლად. შუქურა არ მოძრაობს კუნძულის გარშემო და არ ეძებს გადასარჩენ ნავებს. ის უბრალოდ დგას ერთ ადგილზე, ანათებს და მიმართულებას აჩვენებს სხვებს.
Comments